Georgian BusGeorgian Bus
KA Flag

GE

Dropdown IconDropdown Icon White

წესები და პირობები

შპს „ჯორჯიან ბას“ (შემდგომში - „Georgian Bus“), წარმოადგენს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს სატრანსპორტო სფეროში და უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

 

Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები (შემდგომში „ხელშეკრულება“) წარმოადგენს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას Georgian Bus-ის მომხმარებელსა (შემდგომში - „მომხმარებელი“/„მგზავრი“) და Georgian Bus-ს შორის.

 

ხელშეკრულება ძალაშია Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობის დაწყების/ბილეთის შეძენის მომენტიდან. ამასთან, როდესაც მგზავრი იწყებს Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობას, მასზე ავტომატურად ვრცელდება Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.

 

Georgian Bus-ის საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს „ჯორჯიან ბას“

ს/ნ 412700466

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, ეგ. ნინოშვილის, V შეს., N 12

ცხელი ხაზის ნომერი/ WhatsApp: +995 32 2 80 60 60

ელექტრონული ფოსტა: info@georgianbus.com

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Georgian Bus-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან ცხელი ხაზის მეშვეობით. Georgian Bus-ის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

 

1.           Georgian Bus-ის მომსახურება

1.1.       Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ზრდასრულ პირს, რომელმაც ბილეთი შეიძინა Georgian Bus-ის ვებგვერდზე, ასევე ადგილზე Georgian Bus-ის ტრანსპორტთან, Georgian Bus-ის სტენდთან (ქუთაისის აეროპორტში) ან სხვა ვებგვერდის საშუალებით.

1.2.       Georgian Bus-ის ტრანსპორტი გადის განრიგით გათვალისწინებულ დროს და დგება გასვლის ადგილას გასვლამდე 20 წუთით ადრე.

1.3.       Georgian Bus-ი ტრანსპორტირებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

1.3.1.  ქ. თბილისი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

1.3.2.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ქ. თბილისი.

1.3.3.  ქ. ბათუმი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

1.3.4.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ქ. ბათუმი.

1.3.5.  ქ. თბილისი - ქ. ბათუმი.

1.3.6.  ქ. ბათუმი - ქ. თბილისი.

1.3.7.  სოფელი გუდაური - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (ზამთრის სეზონზე).

1.3.8.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - სოფელი გუდაური (ზამთრის სეზონზე).

1.3.9.  ქ. თბილიისი - ქ. ქუთაისი

1.3.10. ქ. ქუთაისი - ქ. თბილისი

1.4.       Georgian Bus-ი უფლებამოსილია ტრანსპორტირება განახორციელოს როგორც განრიგით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და მიზნობრიობით (მათ შორის, კერძო დაკვეთა და სხვა), აღნიშნულ შემთხვევაში, დაკვეთა უნდა განხორციელდეს და პირობები წინასწარ შეთანხმდეს Georgian Bus-თან ელექტრონულ ფოსტაზე info@georgianbus.com.

1.5.       Georgian Bus-ის ტრანსპორტის გასვლის ადგილებია:

1.5.1.  ქ. თბილისი - სადგურის მოედანი, ავტოსაგური ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან.

1.5.2.  ქ. ქუთაისი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელი (ქუთაისი, სოფ. დიდი ჯიხაიში (კოპიტნარის აეროპორტი)).

1.5.3.  ქ. ბათუმი, ახალი ავტოსადგური გიორგი ცაბაძის 11 ნომერი, (ყოფილი გოგოლის ქუჩა).

1.5.4.  სოფელი გუდაური, სუპერმარკეტი სმარტის მიმდებარე ტერიტორია.

1.5.5.  ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა, ჩიხი 4, N4

1.6.       გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, შესაძლებელია შეიცვალოს გასვლის ადგილები, ცვლილების შესახებ დამატებით ეცნობება მომხმარებელს.

1.7.       ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით გათვალისწინებული ფრენის განრიგის ცვლილების შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს Georgian Bus-ის განრიგი. მგზავრი ვალდებულია განრიგით გასვლის დრომდე 12 საათით ადრე გადაამოწმოს განრიგი.

1.8.       Georgian Bus-ის ტრანსპორტი ტრანსპორტირებისას, შესვენების მიზნით, შეიძლება გაჩერდეს წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, ჯამში 20-30 წუთით.

1.9.       Georgian Bus-ი არ არის ვალდებული დაელოდოს დაგვიანებულ მგზავრს, შესაბამისად მგზავრი ვალდებულია გასვლის ადგილზე გამოცხადდეს განრიგით გათვალისწინებულ დროს.

1.10.    სამგზავრო ბილეთის ვებგვერდის საშუალებით შეძენისას, მგზავრი ირჩევს ადგილს/სავარძელს და Georgian Bus-ის ტრანსპორტში ასვლის დროს იკავებს არჩეულ ადგილს/სავარძელს. სამგზავრო ბილეთის ადგილზე Georgian Bus-ის ტრანსპორტში ან Georgian Bus-ის სტენდთან (ქუთაისის აეროპორტში) შეძენის შემთხვევაში, მგზავრი იკავებს Georgian Bus-ის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილს/სავარძელს.

1.11.    Georgian Bus-ის ტრანსპორტით დაუშვებელია ჩვილის ან/და ბავშვის გადაყვანა თანმხლები პირის გარეშე.

1.12.    Georgian Bus-ი უფლებამოსილია სამგზავრო ბილეთის მქონე მგზავრი აიყვანოს მგზავრობის პერიოდში, გასვლის ადგილისგან განსხვავებულ ადგილას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წინასწარ შეთანხმებულია Georgian Bus-ის ცხელი ხაზის +995 32 2 80 60 60 ოპერატორთან.

 

1.13.    Georgian Bus-ი უფლებამოსილია მგზავრობის დაწყებამდე ან მგზავრობის პერიოდში შეცვალოს/ჩაანაცვლოს Georgian Bus-ის ტრანსპორტი სხვა ტრანსპორტით, ნებისმიერი გარემოებიდან გამომდინარე, მათ შორის და არამხოლოდ განრიგის ცვლილების, ტრანსპორტის ტექნიკური გადამოწმების, ტექნიკური გაუმართაობის ან/და სხვა საფუძვლით. ასევე, Georgian Bus-ი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით ჩაანაცვლოს ავტობუსი მიკროავტობუსით. ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში Georgian Bus-ი 90 (ოთხმოცდა ათი) წუთის განმავლობაში უზრუნველყოფს ტრანსპორტის ჩანაცვლებას და მგზავრების ტრანსპორტირებას, იმგვარად, რომ არ მოხდეს მგზავრების დაგვიანება შესაბამის ფრენაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, ასევე მგზავრის მიერ სხვა ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, მგზავრს არ აუნაზღაურდება სამგზავრო ბილეთის ფასი ან/და მის მიერ გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი.

1.14.    Georgian Bus-ი უფლებამოსილია უზრუნველყოს მგზავრისთვის ტურისტული გაზის კარტრიჯის (ბალონის) შეძენა ქუთაისის აეროპორტში. მგზავრი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მოთხოვნა გააგზავნოს Georgian Bus-ის ელექტრონულ ფოსტაზე info@georgianbus.com და ადგილზე Georgian Bus-ის სტენდთან (ქუთაისის აეროპორტში) გადაიხადოს ტურისტული გაზის კარტრიჯის (ბალონის) ღირებულება.

1.15.    Georgian Bus-ი უფლებამოსილია მომსახურების გაწევისას მესამე პირის მარკეტინგული აქტივობები (პროდუქციის, სერვისის შეთავაზება და სხვა) განათავსოს/გამოიყენოს, როგორც Georgian Bus-ის ტრანსპორტში ასევე სხვა ნებისმიერ ადგილას/ფორმატში. Georgian Bus-ი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მარკეტინგულ აქტივობებსა და მისგან გამოწვეულ ზიანზე/ზარალზე.

 

2.           განცხადებები და გარანტიები

2.1.       Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

2.1.1.  მის მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და სრული;

2.1.2.  Georgian Bus-ის ვებგვერდით სამგზავრო ბილეთის შეძენისას მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, განაახლებს ასეთ მონაცემებს განრიგით გასვლის დრომდე 24 საათით ადრე;

2.1.3.  იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და აქვს იურიდიული უფლებამოსილება, ისარგებლოს Georgian Bus-ის ვებგვერდით. Georgian Bus-ი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი;

2.1.4.  გამოიყენებს Georgian Bus-ის ვებგვერდს კეთილსინდისიერებისა და კანონიერების ფარგლებში და არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მათ შორის და არა მხოლოდ სხვა პირის პერსონალური მონაცემების უნებართვო გამოყენებით, სხვა მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემებსა თუ პირად ანგარიშებზე უნებართვო წვდომის მოპოვებით;

2.1.5.  დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს და არ გამოიყენებს Georgian Bus-ის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ტექსტი, გრაფიკა, ლოგო/ები, სურათები, ვიდეოები და პროგრამული უზრუნველყოფა) უნებართვოდ, შესაბამისი უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე;

2.1.6.  არ განახორციელებს მოქმედ კანონმდებლობასთან და აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო ქმედებას.

 

2.2.       Georgian Bus-ი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

3.           სამგზავრო ბილეთის შეძენა

3.1.       სამგზავრო ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე, ასევე ადგილზე Georgian Bus-ის ტრანსპორტში, Georgian Bus-ის სტენდთან (ქუთაისის აეროპორტში) და სხვა ვებგვერდების საშუალებით.

3.2.       სამგზავრო ბილეთის Georgian Bus-ის ვებგვერდით შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით (VISA/MasterCard).

3.3.       სამგზავრო ბილეთის ადგილზე Georgian Bus-ის ტრანსპორტში ან/და Georgian Bus-ის სტენდთან (ქუთაისის აეროპორტში) შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

3.4.       სამგზავრო ბილეთის Georgian Bus-ის ვებგვერდით შეძენისას მომხმარებელი ირჩევს მიმართულებას, ფრენას, გზებს (ერთი გზა/უკანა გზა), მგზავრთა რაოდენობას, და შემდეგ ავსებს მხოლოდ ერთი სრულწლოვანი მგზავრის მონაცემებს. Georgian Bus-ის ვებგვერდზე მგზავრის მონაცემებში მისათითებელია შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

3.4.1.  სახელი და გვარი;

3.4.2.  ელექტრონული ფოსტა;

3.4.3.  ტელეფონის ნომერი;

3.4.4.  დაბადების თარიღი;

3.4.5.  თანხმობა Georgian Bus-ის ვებგვერდის წესებსა და პირობებზე.

3.5.       მგზავრი ვალდებულია სამგზავრო ბილეთი შეიძინოს თითოეული მგზავრისთვის და ამ დოკუმენტით განსაზღვრული გარემოებების დროს.

3.6.       სამგზავრო ბილეთის კატეგორიებია:

3.6.1.  უფროსი (12 წელზე ზევით);

3.6.2.  ბავშვი (2-12 წელი);

3.6.3.  ჩვილი (0-2 წელი). ჩვილის სამგზავრო ბილეთი არ ითვალისწინებს ცალკე ადგილის/სავარძლის გამოყენებას. Georgian Bus-ის ტრანსპორტით შესაძლებელი ჩვილის გადაყვანა მშობლის კალთაში ან ცალკე ადგილზე მანქანის სავარძლის ე.წ. ქარ-სითის (car seat) გამოყენებით და დამატებითი სამგზავრო ბილეთის (სამგზავრო ბილეთი „ბავშვი“) შეძენით. მანქანის სავარძლის ე.წ. ქარ-სითის (car seat) გარეშე ჩვილის გადაყვანის შემთხვევაში ჩვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მგზავრს, ხოლო Georgian Bus თავისუფლდება აღნიშნულთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან. მგზავრი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ჩვილისთვის განკუთვნილი მანქანის სავარძელი ე.წ. ქარ-სითი (car seat) ან განრიგით გასვლის დრომდე 48 საათით ადრე მიმართოს Georgian Bus-ს და მოითხოვოს ჩვილის გადასაყვანად მანქანის სავარძლის (car seat) განთავსება. მგზვარმა მოთხოვნა უნდა გააგზავნოს Georgian Bus-ის ელექტრონულ ფოსტაზე info@georgianbus.com.

3.7. იმ შემთხვევაში, როცა სამგზავრო ბილეთის შეძენა ხდება იურიდიული პირის მიერ და მომხმარებელს სურს ინვოისის მიღება, მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ელექტონული ფოსტის მისამართზე: info@georgianbus.com.

 

3.8. მომხმარებელს შეუძლია სამგზავრო ბილეთის შეძენის დროს გამოიყენოს და მონიშნოს „მოგზაურობის მოქნილი გრაფიკი“, რაც გულისხმობს სამგზავრო ბილეთის სრული თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ამ სერვისის გამოყენება ფასიანია.

3.9. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს პრომო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ისარგებლოს Georgian Bus-ის ფასდაკლებით.

3.10. Georgian Bus-ის ვებგვერდით სამგზავრო ბილეთის შეძენა შესაძლებელია განრიგით გასვლის დრომდე 2 საათით ადრე, ხოლო განრიგით გასვლის დრომდე ბოლო 2 საათის განმავლობაში სამგზავრო ბილეთის შეძენა შესაძლებელია ადგილზე, Georgian Bus-ის ტრანსპორტში ან/და Georgian Bus-ის სტენდთან (ქუთაისის აეროპორტში), თავისუფალი ადგილის/სავარძლის არსებობის შემთხვევაში.

3.11. სამგზავრო ბილეთის ყიდვისას მომხმარებელი Georgian Bus-ის ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

3.12.  Georgian Bus-ის ვებგვერდით ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სამგზავრო ბილეთის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა Georgian Bus-ის ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს შეძენილი სამგზავრო ბილეთი. Georgian Bus-ი უფლებამოსილია, აღნიშნული სამგზავრო ბილეთი გაუგზავნოს მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე და მითითებულ ტელეფონის ნომერზე გაუგზავნოს მოკლეტექსტური შეტყობინება.

3.13. Georgian Bus-ის ტრანსპორტში მგზავრი დაიშვება ელექტრონულად ან მატერიალურად წარდგენილი სამგზავრო ბილეთის საფუძველზე. Georgian Bus-ის წარმომადგენლის მიერ სამგზავრო ბილეთში მოწმდება მგზავრობის თარიღი, მიმართულება, ფრენა და მგზავრთა რაოდენობა.

3.14. Georgian Bus-ს არ აქვს წვდომა, როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

3.15. Georgian Bus-ი არ არის პასუხისმგებელი საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებზე, შეფერხებებზე ან/და სხვა პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას გადახდის პროცესში, მათ შორის ამით გამოწვეულ შესაძლო ფინანსურ დანაკარგებზე. აღნიშული განეკუთვნება საბანკო სისტემების კომპეტენციას და პასუხისმგებლობის სფეროს.

3.16. Georgian Bus-ი იტოვებს უფლებას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე უარი თქვას ან გააუქმოს განხორციელებული ტრანზაქცია თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

3.17. სამგზავრო ბილეთის სხვა ვებგვერდის საშუალებით შეძენის შემთხვევაში, Georgian Bus-ი არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდის/მესამე პირის მიერ დაშვებულ ხარვეზსა ან/და შეცდომაზე ან/და მომხმარებლისთვის არასრულად/არასწორად მიწოდებულ ინფორმაციაზე, მათ შორის Georgian Bus-ის ტრანსპორტის გასვლის ადგილი, დრო, ფრენა და სხვა.

 

4. სამგზავრო ბილეთის გადაცვლა და დაბრუნება

4.1. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი სამგზავრო ბილეთის სწორად შერჩევა/შეძენაზე.

4.2.       სამგზავრო ბილეთის გადაცვლა, რაც გულისხმობს მგზავრობის თარიღის, დროის ან მიმართულების შეცვლას, შესაძლებელია განხორციელდეს განრიგით გასვლის დრომდე 24 საათით ადრე, მხოლოდ ერთხელ. შეცვლილი სამგზავრო ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება. მომხმარებელმა სამგზავრო ბილეთის გადაცვლის შესახებ მოთხოვნა უნდა გააგზავნოს Georgian Bus-ის ელექტრონულ ფოსტაზე info@georgianbus.com.

4.3.       მომხმარებელს, რომელსაც ბილეთის შეძენისას არ მოუნიშნავს/არ შეუძენია „მოგზაურობის მოქნილი გრაფიკის“ სერვისი, შეძენილი ბილეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება შეუძლია სამგზავრო ბილეთის თანხიდან 30%-ის საკომისიოს დაქვითვით.

4.4.       სამგზავრო ბილეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს სამგზავრო ბილეთის თანხა Georgian Bus-ის სისტემიდან დაუბრუნდება ავტომატურად, მომხმარებლის იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდა სამგზავრო ბილეთის თანხის გადახდა. დაბრუნებული თანხა საბანკო ანგარიშზე აისახება 2 ან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

4.5.       მომხმარებლის მიერ „მოგზაურობის მოქნილი გრაფიკის“ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განრიგით გასვლის დრომდე 24 საათით ადრე სამგზავრო ბილეთი გააუქმოს და სრულად დაიბრუნოს გაუქმებული სამგზავრო ბილეთის თანხა.

4.6.       გაუქმებული ფრენისა და ამ საფუძვლით სამგზავრო ბილეთის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მგზავრს სრულად დაუბრუნდება სამგზავრო ბილეთის თანხა, მომხმარებლის იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდა სამგზავრო ბილეთის თანხის გადახდა. დაბრუნებული თანხა საბანკო ანგარიშზე აისახება 2 ან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

4.7.       გადადებული/დაგვიანებული ფრენის შემთხვევაში, მგზავრს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს შეძენილი სამგზავრო ბილეთით, ჩანაცვლებული განრიგის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მგზავრი ვერ ისარგებლებს არჩეული ადგილით/სავარძლით და განთავსდება Georgian Bus-ის წარმომადგენლის მიერ მითითებულ თავისუფალ ადგილას/სავარძელზე.

 

 

5.           ბარგის გადატანა

5.1.       Georgian Bus-ი არ ახდენს ბარგის, მათ შორის და არამხოლოდ ხელბარგის, სამგზავრო ჩანთის ან/და ზურგჩანთის ან/და სხვა საგნის/ნივთის გადატანას მფლობელის გარეშე. აკრძალულია მძღოლისთვის ან/და სხვა პირისთვის/მგზავრისთვის მათი გადატანის თხოვნით/მოთხოვნით მიმართვა.

5.2.       Georgian Bus-ის ტრანსპორტის სალონში დასაშვებია მხოლოდ 1 (ერთი) მცირე ზომის ხელჩანთის ატანა, რომელიც მოთავსდება სავარძლის ზევით, ხელბარგისთვის განკუთვნილ სივრცეში. სამგზავრო ჩანთა და ზურგჩანთა უნდა განთავსდეს ბარგისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეში, მათი ატანა ტრანსპორტის სალონში აკრძალულია.

5.3.       სამგზავრო ბილეთის თანხაში გათვალისწინებულია 1 (ერთი) სამგზავრო ჩანთის და 1 (ერთი) სამგზავრო ზურგჩანთის გადატანა. ყოველი დამატებითი სამგზავრო ჩანთის/ზურგჩანთის გადატანა ითვალისწინებს დამატებით საფასურს. დამატებითი ბარგის გადატანა მოხდება ადგილზე ტრანსპორტში მყოფი Georgian Bus-ის წარმომადგენლის თანხმობისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე.

5.4.       Georgian Bus-ის ტრანსპორტით ველოსიპედის გადატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ ველოსიპედი განთავსებულია შესაბამის ყუთში. ველოსიპედის გადატანის საფასურია 20 (ოცი) ლარი. ველოსიპედის გადატანა მოხდება ადგილზე ტრანსპორტში მყოფი Georgian Bus-ის წარმომადგენლის თანხმობისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე.

5.5.       მგზავრი ვალდებულია მძღოლის თანდასწრებით განათავსოს ბარგი ტრანსპორტში და ტრანსპორტირების დასრულებისას საკუთარი ბარგი ამოიცნოს და წაიღოს.

 

5.6.       მგზავრი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს Georgian Bus-ს ცხელ ხაზზე +995 32 2 80 60 60 ან/და ელექტრონულ ფოსტაზე info@georgianbus.com ბარგის არევის ან დავიწყების შემთხვევაში და მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ბარგის და მასთან დაკავშირებული ფაქტების თაობაზე. Georgian Bus-ი, მისი რესურსების ფარგლებში ეცდება დაეხმაროს მგზავრს ბარგის მოძიებაში.

5.7.       მგზავრის/მგზავრების მიერ ბარგის არევით ან მათი მხრიდან ბარგის დავიწყებით გამოწვეული ნივთების დაკარგვის შემთხვევაში, Georgian Bus-ი არ აგებს პასუხს, შესაბამისად არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზიანის/ზარალის ან/და კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

 

6.           ცხოველის გადაყვანა

6.1.       Georgian Bus-ის ტრანსპორტით დაშვებულია 7 (შვიდი) კგ-მდე ცხოველის (კატა, ძაღლი) გადაყვანა სპეციალური ჩანთით/კალათით/გალიით. ცხოველის ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა დამატებითი სამგზავრო ბილეთის (სამგზავრო ბილეთი „უფროსი“) შეძენა. ცხოველი განთავსდება მისი პატრონის გვერდითა სავარძელზე. მგზავრი ვალდებულია სამგზავრო ბილეთის შეძენისთანავე ან განრიგით გასვლის დრომდე 24 საათით ადრე ელექტრონულ ფოსტაზე info@georgianbus.com შეატყობინოს Georgian Bus-ს და შეათანხმოს ცხოველის გადაყვანა. ცხოველის გადაყვანა მოხდება Georgian Bus-ის დადასტურების საფუძველზე.

 

7.           მგზავრობის წესები

7.1.       სატრანსპორტო საშუალების მართვისას, დაუშვებელია მძღოლთან კომუნიკაცია, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

7.2.       მგზავრობისას აკრძალულია საზოგადოებრივი წესრიგის/ქცევის წესების დარღვევა, მათ შორის ხმამაღალი საუბარი, მუსიკის/ნებისმიერი ინფორმაციის ხმამაღალი მოსმენა, ალკოჰოლის მიღება, ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა, ჭამა/სმა (გარდა სასმელი წყლის მიღებისა) და სხვა ზოგადი წესების დარღვევა.

7.3.       ტრანსპორტის დაბინძურება/დაზიანება ექვემდებარება დაჯარიმებას, დაზიანების ღირებულების ოდენობით.

7.4.       ტრანსპორტში არ დაიშვება არა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი.

7.5.       ტრანსპორტირებისას აკრძალულია ფეხზე დგომა, ტრანსპორტის სალონში გადაადგილება.

7.6.       Georgian Bus-ი უფლებას იტოვებს აღნიშნული პუნქტების დამრღვევი მგზავრი მოხსნას მგზავრობიდან, ყველანაირი კომპენსაციის და პასუხისგების გარეშე.

7.7.       მგზავრობისას დამდგარი ნებისმიერი საკითხი უნდა გადაიჭრას Georgian Bus-ის წარმომადგენელთან ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში, უნდა მოხდეს შეტყობინება Georgian Bus-ის ცხელ ხაზზე +995 32 2 80 60 60.

 

8.           ფორს-მაჟორი

8.1.       ფორსმაჟორული გარემოების დადგომისას, რომელიც გულისხმობს უამინდობას, სტიქიურ უბედურებას, გზების გადაკეტვას/ჩახერგვას, საომარი სიტუაციის დადგომას, არაკონტროლირებადი სიტუაციის წარმოქმნას ან/და სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არსებობას, რომლის მიზეზიც არ შეიძლება იყოს Georgian Bus-ი, ამ შემთხვევაში Georgian Bus-ი განთავისუფლებულია ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან, მათ შორის და არამხოლოდ დაგეგმილი ტრანსპორტირების დროულ განხორციელებაზე, ნებისმიერ ზიანზე/ზარალსა და/ან სხვა მოთხოვნაზე.

 

9.           პასუხისმგებლობა

9.1.       მგზავრი ვალდებულია დაიცვას ამ დოკუმენტით განსაზღვრული წესები და პირობები Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში.

9.2.       Georgian Bus-ი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი Georgian Bus-ის ვებგვერდზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე/ზარალზე.

9.3.       მომხმარებელი Georgian Bus-ის ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

9.4.       Georgian Bus-ი იხნის სრულ პასუხისმგებლობას Georgian Bus-ის ვებგვერდის გამოყენებისას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე/ზარალზე.

9.5.       Georgian Bus-ი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებას. Georgian Bus-ი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შედეგად მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე/ზარალზე.

9.6.       Georgian Bus-ი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის/ზარალისთვის, რომელიც გამოწვეულია მესამე პირების მიერ ან მესამე პირების მონაწილეობით.

 

 

10.        მოქმედების ვადა და შეწყვეტა

10.1.    აღნიშნული დოკუმენტი ძალაში შედის მომხმარებლის მიერ Georgian Bus-ის მომსახურებით სარგებლობის მომენტიდან/სამგზავრო ბილეთის შეძენის მომენტიდან და მოქმედებს მომსახურების გაწევამდე.

10.2.    აღნიშნული წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.3.    მხარეები თანხმდებიან, რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

10.4.    აღნიშნული წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

10.5.    Georgian Bus-ი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან დაამატოს ახალი პირობები ამ დოკუმენტში წინასწარი შეტყობინების გარეშე.

Published on 8/7/2026